დაიბადა სოფელ ლიხაურში, იყო რუსეთის არმიის შტაბსკაპიტანი, შემდეგში – მეწარმე, ფოლკლორისტი, მთარმგნელი, მწერალი, მსახიობი, თეატრალი. აგროვებდა რუსულად თარგმნიდა გურულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ასევე აგროვებდა და გამოსცემდა გურულ სიმღებს, სახალხო თამაშებსა და ფოლკლორულ მასალას. 1884 და 1887 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსცა კრებული „ქართული ხალხური ზღაპრები“ წინასიტყვაობითურთ, 1889 თბილისში რუსულ ენაზე გამოიცა მისი „ქართული ხალხური ზღაპრები და თამაშობები“. იყო მეწარმე ოზურგეთში ჰქონდა არყის სახდელი ქარხნები, იყო ადგილობრივი წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე.
*
ყველგვარ ღონეს ხმარობდა ოურგეთში რეალური სასწავლებლის გახსინასათვის. 1909 წლის 23 აგვისტოს მისი თაოსნობით ქალა ოზურგეთის ბაღში მოეწყო ლატარია-ალეგრი, თავადვე 1 ქცევა მიწა შესწირა სასწავლებელს.
*
განსაკუთრებულ კრიტიკის ობიექტი გახლდათ სოციალისტების მხრიდან, რომლებიც მაშინდელი ქალაქის თვითმართველობაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. რისი დასტურია 1909 წელს პრესაში შალვა ქიქოძის კარიკატურა.
–
ნახატი შალვა ქიქოძისა 1909 წელი – ოზურგეთის ქალაქი თავი ბებურ ბებურიშვილი და პლატონი (ვიცეგოლოვა)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა