თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, სევდია უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებას ეხმაურება.
„არ კმარა, არ გეყოთ? საქართველოს პატრიოტობაა, ენმ-ს ერთგულება ან მიშას პატივისცემა ამდენი ლანძღვა-დაცინვა? დათვურ სამსახურს უწევთ მელია-ხაბეიშვილსაც ამაში ჩართულები. მათშია პრობლემა და არა ბიძინას “რუსულ ოცნებაში”? განა მუდამ ყველა მომწონდა პარტიაში, მაგრამ ვინმე გამილანძღავს საჯაროდ? მიღირდა იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც ა-რას-დროს! არასდროს გახდებოდა პრორუსული! დღეს, ასეთ კრიტიკულ ეტაპზე მოგინდათ მელიისტობ-ხაბეისტობა? კი ბატონო, გაართეთ პოსტვ და დიტო სამხარაძე“ , – წერს ის.