აღმოსავლეთ უკრანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას, დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტების მიერ მოსახლეობის ევაკუაციისა და მობილიზაციის გამოცხადების თაობაზე ცნობებს რუსეთში მცხოვრები პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი და აქტივისტი ლეონიდ გონზმანი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კრემლი ომის დაწყების მიზეზს დაჟინებით ეძებს.
ამასთან, ის მიმდინარე მოვლენებს ტრაგედიას უწოდებს, რომელიც უკვე რვა წელია გრძელდება, „ჯოჯოხეთში აცხოვრებენ რა უდანაშაულო მოქალაქეებს“.
„ძალიან მეშინოდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ავტობუსებით როსტოვში გადაჰყავდათ, ცეცხლს გაუხსნიდნენ. რა, ჰიტლერს რცხვენოდა? ამ ტიპის ადამიანებისთვის ბავშვების დახოცვა არაფერს ნიშნავს. მადლობა ღმერთს, ეს ჯერ არ მომხდარა და მოსალოცი ამბავია. ცხადია, რაც ახლა ლუანსკში და დონეცკში ხდება, ომისთვის მზადებაა რუსეთის მხრიდან, რათა გამართლდეს ჩვენი შეჭრა“.
მისი ხედვით, მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ კრემლის რეალური გეოპოლიტიკური მიზანი არა ნატო და მასში უკრაინის გაწევრიანებაა, რადგან ეს რუსეთს ხელს არაფერში უშლის და „რუსეთ–ნატოს საზღვრებზეც ყოველთვის სიმშვდეა“, არამედ უკრაინა აღარ არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო:
„ჩვენი ხელისუფლებისთვის უკრაინა ტერიტორიაა, რომელიც რუსი მეფეის ხელში უნდა დაბრუნდეს – ან რუსეთის ტერიტორიული ერთეული სახით, ან უკიდრეს შემთხვევაში, იყოს ვასალური სახელმწიფო. სწორედ ამიტომ ვერ მიგვიყვანს შედეგამდე ჩვენი მოლაპარაკებები უკრაინასთან. წარმოიდგინეთ, მეზობელი გეუბნებათ, „მინდა, საკუთარი სახლიდან გადახვიდე და შენთან პრეტენზიები არ მექნებაო“, თვენ კი ვერ გადადიხართ, რადგან ის თქვენი სახლია! იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც“.
მისი ანალიზის მიხედვით, ამჟამად ვლადიმირ პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული და გამოსავალს ეძებს:
„ხშირად ომები მოწინააღმდეგის უპატივცემულობის გამო იწყება, რაც არასწორია. გახსოვთ, გენერალი გრაჩოვი პრეზიდენტ ელცინს არწმუნებდა, „ჩეჩნეთს ერთი საპარაშუტე პოლკის ძალით ავიღებო“, ხოლო ბრეჟნევს ავღანეთში შეჭრამდე არწმუნებდნენ გენერლები, „რუსი სალდათები როგორ ვერ დაამარცხებენ კაცებს „გრძელ შარვლებშიო“ – ამას მოჯახედებზე ამბობდნენ, რომელთაც საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირი დაანგრიეს. მოწინააღმდეგეს პატივს არ სცემენ და პუტინის დამოკიდებულება გამოჩნდა მის ხარბ ულტიმატუმში, ფიქრობდა რა რომ დასავლეთი ქუჩის ხულიგანივით შეშინდებოდა, ის კი პუტინითვის მოულოდნლად არ შეშინდა და რა გააკეთოს? ომი დაიწყოს? საშიშია, რადგან ეს არის გასაოცარი ომი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებასაც – ჩვენი მოქალაქეები ჩაწვებიან საფლავებში, დაბრუნდებიან ხეიბრები, ირღვევა ეკონომიკა – ამას ელექტორატი პუტინს არ აპატიებს. კარგი ვარიანტი არ არსებობს ჩვენთვის! არ დაიწყოს ომი და მოედნიდან გაიქცეს? იცით, პერსონალურ რეჟიმებში ლიდერი მოწინავე ცხენზე უნდა იჯდეს. ის ისედაც დამალულია თავის სტერილურ საფლავში: მთელი ქვეყანა და მსოფლიო იცინის, როდესაც ექვსმეტრიან დისტანციაზე მართავს შეხვედრებს. ახლა კი აქაც უნდა წააგოს.
გასაგებია, რომ არსებობენ პროპაგანდისტები. ისინი მოსახლეობის ნაწილს დაარწმუნებენ, „პუტინმა ამერკას აჯობაო“, მაგრამ არსებობს სხვა აუდტორიაც – 1000–ჯერ უფრო მნიშვნელოვანი, რომელთაც ახლა სათანადოდ არ აფასებენ. ისინი პროპაგანდისტებს არ უსმენენ და ხედავენ, რომ ლიდერი შეტევაზე გადავიდა, მაგრამ სახეში უთავაზეც და უკან დაიხია! ეს კი უკვე ლიდერი აღარაა. მისი ლეგიტიმაცია სწორედ იმაზე დგას, რომ „მაგარია“, „ყველაფერს წყვეტს“ და რომ მასზე უკეთ ვერავინ შეძლებს, მაგრამ გამოდის, რომ არც მაგარია, ვერც ვერაფერს წყვეტს – კუთხეშია მიმწყვდეული! იომოს – არ შეიძლება, არ იომოს, არც ეს შეიძლება. ეს პუტინისთვის ცუგცვანგია: რაც არ უნდა ქნას, რეალურად უარესს მიიღებს და ახლა რაც დონბასში ხდება, მცდელობაა, იპოვოს საბაბი ომისთვის, რომელიც ომს გაამართლებს. მაგრამ ვფიქრობ, მას არ დაუჯერებენ. სავსებით ცხადია, რომ უკრაინას ეს არაფერში სჭირდება, უკრაინის ხელისუფლებიდან ვერავინ გასცემს მსგავსი თვითმკვლელობის აქტის ბრძანებას“.
ამასთან, მან სამ გარემოებაზე მიუთითა, თუ რატომ არ ესწრება პუტინი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას სხვა ლიდერების მსგავსად:
- „პირველი, რომ მას ქვეყნის უსაფრთხოება არ აღელვებს. რომ აღელვებდეს, ისაუბრებდა არა ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე, არამედ სად შეიძლება კონკრეტული რაკეტების განთავსება და სად არა. როგორც საბჭოთა კავშირმა მოილაპარაკა აშშ–სთან. დღეს მას მსგავს მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მაგრამ ამბობს „მეორეხარისხოვნი საკითხიაო“. ქვეყნის უსაფრთხოება მეორეხარისხოვანი ყოფილა!;
- მეორე – არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ ვფიქრობ, ეშინია! ეშინია კორონავირუსის. ხედავთ ხალხს როგორ ხვდება, ეს ხომ სამარცხვინოა! თუ რუსი მეფეა, მეფეს მსგავსი ქცევა არ ეკადრება;
- მესამე – მან იცის, რომ ძალიან ცივი გარემო დახვდება, გვერდს კეთროვანივით აუვლიან“.
წყარო : accentnews.ge