”ხელი მაინც ჩამოერთვა ზელენსკისთვის ბიძინას ბიჭს მიუნხენში…
არ ეცალა… არც რომელიმე დასავლელ ლიდერთან შესახვედრად.
მაგ საქმეზე არ გაუგზავნია იქ უფროსს. კრიპტოვალუტა, საუდის არაბეთში ბიზნეს ინტერესები და სხვა საქმეები აქვს დასალაგებელი” – წერს სალომე სამადაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც დავით ზალკალიანთან ერთად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა.
საგარეო მინისტრის ცნობით, ღარიბაშვილმა მრავალი შეხვედრა გამართა დიდი კომპანიების წარმომადგენელებთან.