”ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასევე შემცირებულია ეპიდსიტუაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემებიც. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ომიკრონის პიკი გადავიარეთ, ქვეყანაში ნელი ტემპით, მაგრამ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. ვფიქრობთ, რომ ეს გაუმჯობესება გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ რეკომენდაციები, რომელიც უნდა დაიცვას მოსახლეობამ, აუცილებლად დასაცავია – მხედველობაში მაქვს პირბადე და უფრო მეტად აცრები” = განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 1tv-სთან საუბრისას.