გურული და-ძმა – გიორგი და პელაგია ბოლქვაძეები

ცნობილი ანთროპოლოგი ივანე პანტიუხოვი მე-19 საუკუნის ბოლოს ანთროპოლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებდა კავკასიელებზე. პანტიუხოვი თავის ნაშრომში „ანთროპოლოგიური დაკვირვებები კავკასიაში“ საუბრობს გურიის სოფელ სამღვთოდან (ნატანები) თბილისში ჩასულ გურულ და-ძმაზე გიორგი და პელაგია ბოლქვაძეებზე (22 და 16 წლის), რომლებიც მისივე თქმით პირველად მოხვდნენ ქალაქში -„მათი ხასიათი პირველ რიგში ჩანს მათივე თავისუფალ და ამაყ თავდაჭერაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოხვდნენ მათთვის სრულიად უცნობ გარემოში, მათ ქცევაში აშკარად იკვეთება საკუთარი თავისადმი პატივისცემა და პიროვნული ღირსება, რაც თავისთავად აჩვენებს ამ ტიპის თვითმყოფადობას, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავად თვალნათლივ ჩნდება მათთან ურთიერთობაში.“
.
ფოტოზე – და-ძმა გიორგი და პელაგია ბოლქვაძეები სოფელ სამღვთოდან
И. И. Пантюхов – “Антропологические наблюдения на Кавказе” Тифлис 1893 г.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share