პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძე დაშავდა.
მისი თქმით, “ხელებაწეულ მოქალაქეებს” პოლიციამ წიწაკის სპრეი შეასხა.
”ბიძინა, გგონია, ამით შეგვაშინებ? – ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ დაუშინეს სპრეი და გამოიყენეს ძალა, რომ მამუკა მდინარაძე და სხვები პარლამენტიდან გასულიყვნენ”- ამბობს დეპუტატი.