საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშილის დასანქცირება იქნება – ევროპარლამენტარი

ქართული ოცებს მძიმე ოთხშაბათი – საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტიდან ღიად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ სახეზეა ქვეყანაში მედიის თავისუფლების სერიოზულ შესუტება.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიყენოს ქართული სამართლებრივი ჩარჩო, რათა უზურნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, გააძლიეროს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთის, დაამთავროს პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატრიული უკუსვლა”- განაცხადა ევროპალამენტარმა, მირიამ ლექსმანმა და დასძინა: “საქართველოს მეგობრები მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება”.

მისივე თქმით, უარყოფითი ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სეუვერენულ საქართველოში. ის ასევე ეწინააღმდეგება მათ ევროპულ მისწრაფებებს.

მეტიც, ევროპარლამენტარმა მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიძინა ივანიშილის დასანქცირება იქნება.

”საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლტიკასა და ეკონომიკაზე. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ,“- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share