“ხეების მოყვარული მილიარდერი, რომელსაც საქართველო კრემლისკენ მიჰყავს,” – ამ სათაურით საერთაშორისო გამოცემა The tehegraph-ი ბიძინა ივანიშვილს სტატიას უძღვნის და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება.
გამოცემა სტატიაში აღნიშნავს, რომ ივანიშვილზე, რომელიც 2012 წელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაყენების მიზნით ხელისუფლებაში მოვიდა და რომელიც “შუშის სასახლიდან გადაჰყურებს თბილისს”, ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა, რომ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ გახდებოდა ადამიანი, რომელიც ქვეყანას კრემლთან დააახლოევდა.
სტატიაში წერია, რომ კრიტიკოსების მტკიცებით, სწორედ ივანიშვილია ის ადამიანი, რომელიც “პუტინის სტილის კანონის შემოღების გეგმის უკან დგას, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას ითვალისწინებს და რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია… ვლადიმერ პუტინის მიერ ოპოზიციის გასანადგურებლად შემოღებულ კანონმდებლობასთან მსგავსების გამო კანონპროექტს “რუსული კანონი” უწოდეს.”
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა პრემიერმინისტრი ივანიშვილის მიერ იყო დანიშნული.