სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისში რუს ჯაშუშს ეძებს. საქართველოს დედაქალაქში სავარაუდოდ რუსი ეროვნების ადამიანები გადაადგილდებიან, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ფარული და საშიში გეგმები აქვთ.
ერთ-ერთი ასეთი პირს ზალდასტანიშვილის ქუჩაზე, საკუთარი სახლის აივანზე, ყოფნისას მოუსმინა მწერალმა, ლაშა ბუღაძემ. მისი ინფორმაციით, რუსი ეროვნების მამაკაცი ცდილობდა, ისე ესაუბრა, რომ გარშემო მყოფთა ყურადღება არ მიექცია და საუბრისას იყენებდა სიტყვას ,,კონტრაქტნიკი”.
ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას, ეუბნებოდა, რომ სადღაც იყო, სადაც უკვე ერთი თვეა, ზურგჩანთაც არ ამოულაგებია, სულ ელოდა, რომ სიგნალს გამოუგზავნიდნენ, ამბობდა, რომ როგორც იქნა, აქ ჩამოვიდა და ნაბრძანები აქვს, რომ ცხვირი არ გამოყოს გარეთ, ახსენებდა სიტყვას, ,,ხიმიჩესკი პაიოკ”, ალბათ ქიმიურ საკვებს გულისხმობდა. იძახდა, რომ ,,კონტრაქტნიკები” ყველა ასეა.
სუსმა მე გამომკითხა, დაიარა ეს პერიმეტრი. – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
ახლა თბილისის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები მიდის. სუს-ი შიფრავს მთაწმინდის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, სადაც, სავარაუდოდ, დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოში შემოგზავნილი რუსი ჯაშუშები.
ტვ პირველი