მატუარების, მოღალატეებისა და კორუფციის პარტია– ასე აფასებენ ,,ქართული ოცნების” 10 წლის იუბილესა და მმართველ პარტიას ხელისუფლებაში ერთ დროს მყოფი პირები.
,,ოცნების” ყოფილი წევრები ბიძინა ივანიშვილის პარტიის დღევანდელ პოლიტიკას აპროტესტებენ.
საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მთავრობა, სასამართლო ემორჩილება ერთ კაცს- ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ტიპის დემოკრატიული განვითარება გვაქვს ქვეყანაში, არის სრული აბსურდი.
დღევანდელ პარტიას არაფერი აქვს საერთო იმ პარტიასთან, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა.
ერთადერთი თემა, რითაცაა დაინტერესებული მმართველი პარტია, არის ის, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება. – აცხადებს ზვიად ძიძიგური.