ორმოციათასიანი მიტინგი ოზურგეთში

ორმოციათასიანი მიტინგი ოზურგეთში
.
თბილისის სასამართლო პალატაში 1911 წლის 20 ოქტომბერს იხილებოდა ქალაქ ოზურგეთის თავის სოციალისტ-ფედერალისტი ნიკო თავდგირიძის საქმე. სასმართლოში სიტყვით გამოსვლისას თავდგირიძე ყვება, რომ 1905 წლის ივლისში ის არჩეული იქნა ქალაქ სოხუმის ქალაქის თავად. ამავე წლის აგვისტო-სექტემბერში გურიაში გლეხების გამოსვლები იყო დაწყებული, რა დროსაც მას რუსეთის მთავრობამ სთხოვა გურულებში მისი ავტორიტეტის გამოყენებით მოეხდინა გავლენა პროცესებზე, რაზეც იგი დათანხმებულა და ოზურგეთშიც ჩამოსულა.
.
„ოზურგეთში იმართებოდა მიტინგი რომელსაც ორმოციათასი კაცი ესწრებოდა, სადაც თავმოყრილი ხალხი სხვადასხვა საკითხს იხილავდა. მე ვისარგებლე ამ შემთხვევით და ვითხოვე მოეცათ ჩემთვის ხალხთან დალაპარაკების საშუალება. მთელი ჩემი ლოგიკით, ყველანაირი საშულებითა და ადამიანისათვის ხელმისაწვდომ თვისებათა სრული გამოყენებით მე ვარწმუნებდი მასას თუ რა საშიშროება ემუქრებოდათ ამ დამღუპველ გზაზე.“
.
თავდგირიძე ამბობს, რომ მისმა გამოსვლამ დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე, თუმცა ყველაფერი შეცვალა შემდეგი გამომსვლელის ნათვამმა სიტყვამ, რომლის დავიწყება მას დღემდე არ შეეძლო.
.
„მოქალაქეებო თქვა მან – რა თქმაუნდა თვენ კარგად იცნობთ თავად თავდგირიძეს: იგი პირდაპირ უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა თქვენთან სამუშაოდ, ზრუნავდა თქვენზე, მან გაგიხსნათ ამბულატორია – საავადმყოფო, იგი ზრუნავდა თქვენი შვილების საგანმანათლებლო საჭიროებებზე, იგი ზრუნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რკინიგზის გაყვანაზე, მას სურდა თქვენთვის ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ მას ამაში ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაცია, რომელსაც ახლა ჩვენ ვებრძვით.
.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ თქვენ იგი მეორეჯერაც აირჩიეთ ადმინისტრაციამ არ დაამტკიცა. ახლა კი უადგილოდ დარჩენილი თავადი თავდგირიძე შურიგდა მთავრობას, იცავს მის ინტერესებს და გახდა მისი აგენტი. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ ჩვენთან დაბალშემოსავლიან ქალაქის თავად არ დაამტკიცა, თუმცა დაამტკიცა ქალაქ სოხუმის ქალაქის თავად, სადაც მას შეუძლია თავისი თავისათვის იმუშავოს და უფრო კარგ პირობებში იცხოვროს.“
.
თავდგირიძე ამბობს, რომ სიტყვით გამომსვლელი ტაშით დააჯილდოვა თავმოყრილმა ხალხმა კარგი გამოსვლისათვის, რამაც მას მოუსპო საშუალება რაიმე ეთქვა ხალხისათვის.
.
Речь кн. Н.К. Тавдгиридзе, произнесенная в зас. Тифл. суд. палаты 20 окт. (1911 г. в г. Сухум)
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share