“ქუჩაში მანქანიდან გადმომძახა ახალგაზრდამ, სირცხვილიაო, სირცხვილი სხვა რამეა”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა გია ვოლსკიმ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
“ახლა მომივიდა – შეხვედრა მქონდა ქუჩაში, ხალხთან. ჩაიარა ახალგაზრდა კაცმა, შეიძლება ჩემს შვილზე ცოტა უმცროსი იყო, ცოლ-შვილთან იყო – ცოლი ეჯდა და ორი ბავშვი უკან. ჩაწია ფანჯარა და გადმომძახა, ეტყობა იმ ორგანიზაციის წევრია, სირცხვილიაო. მე ვიფიქრე, სირცხვილი რა არის იცით? ის პერიოდი რომ ყოფილიყო, რომ გადმოსვამდნენ მანქანიდან, მაგასაც და თავის ცოლსაც შეურაცხყოფას რომ მიაყენებდნენ, ეგ იყო სირცხვილი.”-განაცხადა ვოლსკიმ.