ოზურგეთელ 35 წლის ბესო ცეცხლაძეს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

35 წლის ბესო ცეცხლაძეს, რომელსაც ღვიძლის სიმსივნის უმძიმესი ფორმა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ბესო გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მის ოჯახს არ აქვს ერთადერთი შვილისთვის გადაუდებელი მკურნალობისთვის საჭირო სახსრები. მის ასაკოვან მშობლებს თავად აქვთ ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემები. ბესო საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს, სადაც არავინ არის დასაქმებული, ყველა ფინანსური რესურსი ჯერ კიდევ დიაგნოსტიკის პროცესში ამოეწურა. დღეს ჩვენს საზოგადოებაში ასეთი ბევრი განცხადება ვრცელდება, სამწუხაროდ, მსგავსი ინფორმაცია უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საზოგადოების დახმარებამ არაერთ ადამიანს მეორედ აჩუქა სიცოცხლე, სწორედ, ერთმანეთის გვერდით დგომით უამრავი ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი… იქნებ, მათ შორის ერთ-ერთი ბესოც იყოს. ყველას გულშემატკივარი, დღეს თავად საჭიროებს შველას. იქნებ, ჩვენი და თქვენი დახმარებით, კიდევ ერთ ახალგაზრდას მივცეთ შანსი, რომ გამოჯანმრთელდეს და ცხოვრება გააგრძელოს. ამ ურთულეს სიტუაციაში 1 ადამიანის თანადგომა, 1 გაღებული ლარიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მსურველებს თანხა შეუძლიათ დარიცხონ საბანკო ანგარიშზე: მიმღები: მამა, ელგუჯა ცეცხლაძე სს „ვითიბი ბანკი ჯეორგია“ – GE37VT1000003523034506

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share