ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა – დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები, საკუთარი განცხადებებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ისე არავინ უწევს დასავლეთს, ევროპას დისკრედიტაციას, როგორც “ეს კონკრეტული ადამიანები”.
„ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა, მაგრამ საზოგადოება ხომ ყველაფერს ხედავს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები, საკუთარი განცხადებებით. ისე არავინ უწევს დასავლეთს, ევროპას დისკრედიტაციას, როგორც ეს კონკრეტული ადამიანები. საზოგადოება ხომ ყველაფერს ხედავს, წარსულში ხომ არ ჩავრჩენილვართ? ყველა ადამიანს ნებისმიერ თემაზე მიუწვდება ხელი და ყველა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს ევროპულ მომავალს.
ჩვენთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან. რისთვისაც ჩვენ, ხელისუფლებას გვიწევს ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ბევრი ადამიანი მადლობას გვეტყვის. ცხადია, რადიკალებზე არ ვსაუბრობ. მოქალაქეები სწორად გაანალიზებენ და მიხვდებიან, რა პროცესები მიდის, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ზოგადად, მსოფლიოში რა ხდება და მადლობას ეტყვის ხელისუფლებას, ამაში დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, თითოეული ადამიანი, ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ძვირფასია. რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერებს, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი მოსაზრება, თუნდაც აქციებით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, მშვიდობიან ფორმატში. ჩვენც ვიყავით ოპოზიციაში და ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა ჩვენ აქციებზე შეიარაღებულები მივსულიყავით, ნიღბებით, სათვალეებით, არ გვქონდა ეს განზრახვა, რომ ძალადობრივად გვემოქმედა. შესაბამისად, ეს გაფრთხილებებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე. გულანთებული ახალგაზრდები, შეიძლება მათ ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებების საკეთილდღეოდ. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, ამ ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას და თვითონ