ვლადიმერ პუტინის ახალი ბრძანების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო პეტიცია შეიქმნა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკანონოა და არგუმენტაციას მოკლებული.
ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, ქალები და კაცები საყოველთაო და ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვდივართ. მის გამოსაცხადებლად ვლადიმერ პუტინს არც კანონიერი საფუძველი და არც არგუმენტირებული და აწონ-დაწონილი მიზეზები გააჩნია და ვერც ექნება.
არსებულ გაურკვეველ სიტუაციაში ჩვენ არ ვართ მზად ჩვენი ქვეყნის მამაკაცები – ძმები, შვილები, ქმრები, მამები და ბაბუები ფიზიკური და მორალური საფრთხის წინაშე დავაყენოთ.
აღნიშნული პეტიცია აქტუალური იქნება უკრაინაში სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობისას მის დასრულებამდე, – ნათქვამია პეტიციაში.