“ქართული ოცნების ქმედებების მიზანია…ქართველების იზოლირება აშშ-სა და ევროპისგან”-სალივანი

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე – მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.

ბოლო პერიოდში ქართული ოცნების რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას აშშ-სა და ევროპისგან. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ.

წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი X-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share