“ნუ დაგვიხოცავთ შვილებს!….არა საბჭოთა მეთოდებით შვილების კვლას!…გამარჯვება არის გარდაუვალი, მომავალი ახალგაზრდებისაა“ – იზა ომაძე

„არა საბჭოთა მეთოდებით შვილების კვლას! არა რუსული მეთოდებით შვილების დარბევას! არა რუსულ კანონს! ნუ დაგვიხოცავთ შვილებს!“ – ამის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

 

როგორც იზა ომაძე წერს, „გამარჯვება გარდაუვალია“.

„დიახ, შინ ევროპისკენ, არა იმ სამყაროსკენ, სადაც პრიორიტეტი, საუკუნეებია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების წართმევა, წარმატების და განვითარების დასამარებაა…

„ჩვენ დღემდე იმიტომ მოვედით და მომავალშიც იმიტომ ვიქნებით, რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ამირანის, ავთანდილისა და მინდიას საწყისი იმარჯვებდა“. (ა.ბაქრაძე)

გამარჯვება არის გარდაუვალი. მომავალი ახალგაზრდებისაა“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share