დაიხევს თუ არა “ქართული ოცნება” უკან – ირაკლი კობახიძის შემდეგ, პოზიციების შეჯერებაზე შალვა პაპუაშვილიც ალაპარაკდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტი მესამე მოსმენით რუსულ კანონს აუცილებლად მიიღებს, თუმცა “ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს”
მისი შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგან „ყრუ კედელი“ დახვდა, თუმცა, “საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მზაობაა შინაარსობრივი განხილვისა”
„ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი და ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მზაობას ვხედავთ შინაარსობრივი განხილვისა. საქართველოს პარლამენტი მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონს! საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და უცხოელი აქტორები გამოხატავენ მზაობას, რომ ქართველ ხალხს შინაარსობრივად დაელაპარაკონ და არა კანონის ბრენდირება შესთავაზონ, მაშინ თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.