ბათუმის საზღვაო აკადემიასთან შეკრებილ სტუდენტებს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის სასწავლებლები შეუერთდნენ

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან შეკრებილ სტუდენტებს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის სასწავლებლები შეუერთდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და პროტესტში ერთვებიან.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან იმყოფებიან და სასწავლებლის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ სტუდენტების ნაწილი შენობიდან გამოუშვას, ასევე მოუწოდებენ, რომ ადმინისტრაცია გაფიცვის რეჟიმში გადავიდეს.

„ჩვენ არ გვეშინია, აქ ვრჩებით, რომ ჩვენი მეგობრები გამოვიდნენ საზღვაო აკადემიის შენობიდან, რომელსაც არ ატარებენ. ჩვენ არ ვაპირებთ დარბევას და დაზიანებას, მშვიდობიან რეჟიმში ველოდებით, არ დავიშლებით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე ისმის შეძახილები: „გამოუშვი“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share