ქართველი სპორტსმენები გროზნოში ჩავლენ, სადაც ჩეჩმნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაფუძნებულ კლუბში გაივლიან წვრთნებს.
“ტვ პირველი” იმ სპორტსმენების ვინაობას ასაჯაროებს, ვინც გროზნოში წვრთნებზე მიდის.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯარჯი ნონაშვილმა თავად დაადასტურა. ის 5 კაციანი შემდგენლობით ჩეჩნეთში საბრძოლო გადამზადებას “კადიროვის” აკადემიაში გაივლის.
ნონაშვილის თქმით, ჩეჩნეთში გამგზავრების მიწვევა მან ჰაბიბ ნურგა მამედოვისგან, რომელიც რამზან კადიროვის გარემოცვის უახლოესი წევრი და ცნობილი ჩეჩენი სპორტსმენია.
“რამდენიმე მებრძოლი მყავს და ვაპირებ ჰაბიბთან ჩასვლას. ჰაბიბ ნურგა მამედოვი, მებრძოლი, რომელთანაც ვმეგობრობ, მაქვს ურთერთობა, მის სამეგობროსთან, დაღესტნელ ბიჭებთან, ჩეჩენ ბიჭებთანაც და დაგვპატიჟეს რამდენიმე ჩემი მებრძოლი. გადამზადება საბრძლო ხელოვნებაში. მე თუ წარმოვადგენ “კონსერტავორიულ მოძრაობას”, ადამიანები, ჩემი მებრძოლებ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. მე კადიროვთან საერთოდ შეხება არ მაქვს, ჩემი მეგორები იცნოებენ”, – ამბობს ნონაშვილი.
“ალტ ინფოს” ქარელის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შვილი გროზნოდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს სოფლებში არაფორმალური სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბებას აანონსებს. მიზანი ლიბერალური კულტურის დამარცხებაა.
“ჩემი ინტერესის სფერო არის ლიბერალური კულტურის დამარცხება საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ ამ ძირითადი საკვანძო მოტივით ვარ “კონსერვატორიული მოძრაობის” წევრი. ვგულისხმობ, გეი პარადების არ ჩატარებას და აშ. და ა.შ. სანამ არ იქნება საქართველოში მენტალურად ძლიერი, მებრძოლი თაობა, რასაკვრიველია, ყველა ჩაერევა. ერთადერთი შანსი გვაქვს ჩვენ, ავიღოთ დავით აღმაშენებლის რაც იყო, როგორ დაიწყოს, ის იდეალური რეფორმები, თუნდაც სამხედრო რეფორმა, ყველა სოფელში საბრძოლო მოედნის გახსნა და ა.შ. . აი, ამის მომხრე ვარ მე, აღდგეს საქართველოსი ის ფიზიკური და სულიერი განათლება”, – ამბობს სპორტსმენი.