14 – 15 მაისს ქ.თერჯოლაში 15 წლამდელთა შორის ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და წარმატებით გამოვიდნენ.
ჩემპიონის ტიტული და ოქრო ნიკოლოზ კუტუბიემ ( 38 კგ) და რეზი გუჯაბიძე ( 47კგ) გახდნენ.
შინ ვერცხლი და მეორე საპრიზო ადგილი გიორგი მათითაშვილმა ( 32კგ) წამოიღო.
ხოლო ბრინჯაოს, მათე ჩაფიძაძე ( 32 კგ) და გიორგი გორდელაძე (38კგ) დასჯერდნენ.
ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის კახაბერ აბაშიძემ მოამზადა.