„ვინც ვერ გაიგო და იგრძნო, რა ხდება რუსთაველზე, ლაპარაკობს წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე და ისე გეგმავს მომავალს – ძალიან ეშლება. ახლა, მომავალი გვკარნახობს აწმყოს და მივყავართ წინ მომავლისკენ“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წერს სოციალურ ქსელში, რითაც გუშინ პარლამენტთან გამართულ მორიგ აქციას ეხმაურება.
„განსაკუთრებით უხერხულია ამ დღეებში, ამ სურათის შემხვედვარე, საუბარი საერთო სიაზე, ან იმაზე, რომ თითქოს არსებობს რაიმე მზა ინსტრუქცია, სრულიად ბუნებრივი, ხალხის გულიდან ამოხეთქილი პროცესისათვის.
პოლიტიკურმა კლასმა ეს პროცესი, ისეთად, ბუნებრივად უნდა მივიღოთ, როგორიც არის და კი არ მოვირგოთ, ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას“, – წერს ნიკა მელია.