სია: ქალი დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კვოტირების გაუქმებებაზე ვეტოს დაძლევას

პარლამენტმა არჩევნებში ქალთა სავალდებულო კვოტირების გაუქმებაზე დადებული ვეტო 87 ხმით დაძლია. ამ საკითხის მხარდამჭერთა შორის 14 ქალი დეპუტატია – ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

2020 წლის ოქტომბერში, როცა ეს ქალი დეპუტატები გახდნენ პარლამენტის წევრები, კვოტირების სავალდებულო წესი მოქმედებდა.

15 მაისს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქალმა დეპუტატებმა დაუჭირეს. მათ შორის არიან:

  1. რიმა ბერაძე;
  2. მაია ბითაძე;
  3. ელისო ბოლქვაძე;
  4. მაკა ბოჭორიშვილი;
  5. ირმა ზავრადაშვილი;
  6. ბაია კვიციანი;
  7. მარიამ ლაშხი;
  8. ეკა სეფაშვილი;
  9. სალომე ქურასბედიანი;
  10. ქეთევანი ჩარკვიანი;
  11. ნინო წილოსანი;
  12. ხატია წილოსანი;
  13. გრეტა წიწავა;
  14. სალომე ჯინჯოლავა.
ფოტო არქივიდან: პარლამენტის პლენარული სხდომა. 19 აპრილი, 2024.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share