ამ რთულ პერიოდში საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმსა და ე.წ. არჩევნებს არასოდეს ვაღიარებთ. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
დამოუკიდებლობა აგრეთვე ნიშნავს თქვენს აწმყოზე პასუხისმგებლობის აღებასა და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველების უმრავლესობამ ევროპული მომავალი აირჩია. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით.