ამ რთულ დროს, ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსთან და ვაფასებთ ჩვენ შორის არსებულ ღრმა კავშირებს. კავშირებს, რომლებიც გვსურს, რომ გაძლიერდეს.
3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ასახავს მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს. საქართველომ ისტორიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა. ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე.