ასე გამოიყურება რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი მარიუპოლი დღეს

imageუკრაინაში სიდიდით მეათე ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის აგრესიამდე ევროპის ერთერთ ყველაზე ლამაზ ქალაქებს შორის იკავებდა ადგილს ნახევარი მილიონი მოსახლეობით, დღს ნანგრევებადაა ქცეული.
გადარჩა მხოლოდ გარეუბნებში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები, მაგრამ პრაქტიკულად დაუზიანებელი კოსპუსები არცაა დარჩენილი.
ომის გამო ქალაქი ათასობით უკრაინელმა დატოვა, უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით ქალაქში 100 000 მოქალაქემდეა დარჩენილი, საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით კი ქალაქში 200 000 მოქალაქე ცხოვრეობს, რაც საეჭვოა, რადგან ქალაქში ფიზიკურად არაა იმდენი საცხოვრებელი კორპუსი ან კერძო სახლი, სადაც 200 000 ადამიანი იცხოვრებდა თუნდაც მძიმე პირობებში.
ქალაქმა გადაიტანა უმძიმესი ომები, მეორე მსოფლიო ომის დროს ნანგრევებად ქცეული “სტალინგრადი” (დღევანდელი ვოლგოგრადი) თუ შეედრება მარიუპოლს.
ქალაქი ბირთვულ ქობინიანი რაკეტის თუ ბომბის გარდა, დაიბომბა ყველა ტიპის რაკეტით, ბომბით, ჭურვით თუ ნაღმით. ქალაქის დამცველების მედგარმა წინააღმდეგობამ უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია აგრესორის სამხედროებს შორის, რამაც ქალაქის დაუნდობელი დაბომბვა გამოიწვია.
რუსული მხარე აქტიურად იყენებდა საერთაშორისო კონვენციით აკრძალული სახის იარაღებს, იქნებოდა ეს ფოსფორული ბომბები თუ კასეტური ბომბები.
პოლკ “აზოვის”, საზღვაო ქვეითების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების და პოლიციის ძალების მედგარმა ბრძოლამ შდეგი გამოიღო და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მათ შესძლეს და დიდი ხნით შეაფერხეს აგრესორების შეიარაღებული ძალები, თან აგრესორებს უზარმაზარი დანაკარგები განაცდევინა, საბრძოლო ტექნიკის და ცოცხალი ძალის სახით.
ქალაქის დამცველების ვაჟკაცობა მით უფროა დასაფასებელი, რომ ქალაქი სრულად იყო მოწყვეტილი უკრაინას ლოჯისტიკის კუთხით, ქალაქს არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია, მებრძოლებს არ ჰქონდათ საბრძოლო მასალის და ცოცხალი ძალის შევსების საშუალება, რადგან ქალაქი სრულ ალყაში იმყოფებოდა. მარიუპოლის უკან გაშლილი ვაკეა რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში, სადაც ტყის საფარი პრაქტიკულად არაა.
დონეცკის ოლქში მარიუპოლი ყველაზე დანგრეული ქალაქია და ის დღეს ასე გამოიყურება საოკუპაციო ძალების მართვისას.
imageimageimageimageimageimageimageimageimage

image

intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share