ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გოჩა სურგულაძე, რომელიც ამავე სასწავლებელში სტუდენტებს ლექციებს ფინანსებზე უკითხავდა, თანამდებობას ტოვებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„უნივერსიტეტი არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური და შემოსავლის წყარო!გულწრფელი ვიქნები და გეტყვით რომ 15 მაისს, უნივერსიტეტიდან წამოსვლის განცხადება როცა დავწერე აღელვების გამო ცრემლები ვერ შევიკავე, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა.
მე მიყვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U, უნივერსიტეტის რექტორიდან დაწყებული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დეკანების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალის, დაცვის თანამშრომლებისა და დამლაგებლების ჩათვლით. ყველანი ერთად ვემსახურებოდით სტუდენტებს.
მესმის რომ არიან მცირე გამონაკლისები რომლებმაც ჩემი საქციელი არ გაამართლა და ზიზღით და სიძულვილით მომიხსენიეს (მათ შორის სოცქსელებში), მაგრამ მათ მიმართ საჯაროდ მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა მსურს.