ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩაზე დატბორილი მოსახლეობა, ადგილობრივი ხელკისუფლებისაგან ყურადღებას ითხოვს.
მწყობრიდან გამოსული ხიდი, ამოყრილი ასფალტი, მორღვეული ტროტუარი და უამრავი სხვა პრობლემა, რომლებიც წყალდიდობამ ადგილზე დატოვა – ოპერატიულ რეაგირებას ითხოვს.
თუმცა წყალდიდობიდან რამდენიმე დღე გავიდა და არავინ, ხელისუფლებიდან მოსახლეობასთან არ მისულა და არ უსაუბრია-თუ რას აპირებს ხელისუფლება და როგორ აგვარებს ან მოაგვარებს ამ პრობლემას.
დღეს ერისთავის ქუჩაზე, ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ოპოზიციის წარმომადგენელი, თათია ნიკოლაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გაეცნო პრობლემას და დაზარალებულებს შეხვდა.
განსაკუთრებით ადგილობრივებს აწუხებს იუს ფაქტი, რომ ქუჩაზე არსებული ხიდის ქვემო ტერიტორია თითქმის მთლიანად ღორღითაა ამოვსებული და მისი სასწრაგო გაწმენდა თუ არ მოხდა მცირე ნალექის დროსაც კი სერიოზულ პრობლემებს შექმნის.