სასიცოცხლო, რეალური, სამეცნიერო—-პრაქტიკული რეკომენდაციები
1 კორტიზოლის გაანალიზების გარეშე, ადამიანის მკურნალობა, მითუმეტეს, ფარისებრის დაავადებების, ჰორმონული პრობლემების, სახსრების, კუჭ-ნაწლავის ,დიაბეტის და სხვების -სრული აბსურდია. კორტიზოლი გაივლის ღვიძლს, შედის ციტოპლაზმაში და მის რეცეპტორებთან მიიტანს სიგნალურ ინფორმაციებს სხვადასხვა დაავადებებზე. ამ რეცეპტორებზეა დამოკიდებული——– რამდენ ხანს გადაწყვეტენ ისინი ადამიანის სიცოცხლეს ; იმუშავებენ თუ არა კონკრეტული დაავადების მორჩენისთვის; იბრძოლებენ თუ არა კიბოს ასაცილებლად .სწორედ ეს რეცეპტორები ააქტიურებენ დეენემს და ღეროვან უჯრედებს. ამ ორზეა პირდაპირ დამოკიდებული, საერთოდ იცოცხლებს თუ არა ადამიანი და რამდენ ხანს. ანუ დეენემზე და ღეროვან უჯრედებზე. გამოცდილი ექიმები , მკურნალობის დროს ყოველთვის ფიქრობენ ისეთ მკურნალობის კურსზე, რომელიც ღეროვან უჯრედებს ააქტიურებს. რაც უფრო მცირდება ღეროვანი უჯრედები, მით უფრო მთავრდება ადამიანის სასიცოცხლო დღეები. არაექიმმაც იცის ,რაც მეტი ზიანი აქვს დეენემს, მით მეტი და მძიმე დაავადებებია. კორტიზოლი თუ ჯანსაღი არ არის, მითუმეტეს, ნორმის ფარგლებში ვერ არის,მაშინ ის ციტოპლაზმის რეცეპტორებს ან ვერ მიუტანს ინფორმაციას დაწყებული დაავადების შესახებ ან არასწორად გააკეთებს ამას. კორტიზოლი თუ ფორმაში არ არის, იმუნიტეტი შენარჩუნებულიც რომ იყოს რაღაც დონეზე, მას აღარავინ აძლევს დრაივს, რომ იმოქმედოს და ადამიანი გადაარჩინოს დაავადების გართულებებისგან. ანუ ჯანმრთელმა კორტიზოლმა უნდა მიიტანოს რეცეპტორებთან ინფორმაცია, რომ ადამიანი მოსარჩენი და გადასარჩენია. შემდეგ ამ ინფორმაციამიღებულმა რეცეპტორებმა უნდა აამუშავოს დეენემი და ღეროვანი უჯრედები. სწორად ამუშავებული დეენემი ყველა დაავადების დამარცხებაა. ხოლო ღეროვანი უჯრედები რაც მეტად გააქტიურდება, მით მეტს იცოცხლებს ადამიანი. როცა კორტიზოლი დაზიანებულია ან ნორმიდან ნაცდურია ,ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია . ის ამ დროს შეწუხებულია ბევრი დაავადებით და შემცირებული აქვს სიცოცხლის წლები. მომატებული კორტიზოლი ———გაავებული ჰორმონები ან სიმსივნეები ან ძნელად დასაძლევი დაავადებები თავიანთი სეროტონინის სინდრომით, მაღალი წნევა, გადიდებული მუცელი, ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის დაავადებები,მომატებული წონა,ინსულინრეზისტენტობის მატება, ტკბილეულისკენ სწრაფვა,დიაბეტი ,კაცის ლიბიდოს დაქვეითება, სახსრების და ძვლების დაზიანება, გულის და სისხლძარღვების პრობლემები და სხვა. დაკლებული კორტიზოლი—–ჰიპოპიტუიტარიზმი, დაცემული ჰორმონები , შეზღუდული სიცოცხლე, დაცემული იმუნიტეტი,დაბალი შაქარი და დაბალი წნევა, გამოცლილი ენერგია, პათოლოგიური სიგამხდრე ან არასიმეტრიული დიდი წონა ,სხვადასხვა ორგანოს გახანგრძლივებული ანთებები, სიმსივნეები და სხვა. ხშირად ვსაუბრონ კორტიზოლზე . რადგან ,სტანდარტად არ არის ქცეული მასზე, როგორც სიცოცხლის მთავარ ღერძზე გადევნება .სიცოცხლეების დაზღვევისთვის კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებ.
2 კაცს თუ პროსტატიტი გაუქრონიკულდა, რაც პროლაქტინის ცვლის მოშლით არის დაწყებული ,მას კაცის მთავარი ჰორმონის—– ტესტოსტერონის პრობლემა აუცილებლად ექნება. თუ ესტრადიოლის ცვლას არ დაირეგულირებს ,ლიბიდო აუცილებლად დაქვეითდება, ღვიძლი ყველა შემთხვევაში დაზიანდება და დიბეტის და სიმსივნის შანსები უპირობოდ ეზრდება. კაცებში———ჩიყვი,ღვიძლის ციროზი და სათესლეს კიბო, ყოველთვის ჰორმონ ესტრადიოლის დაზიანებისგანაა. ხოლო ქალს თუ ერთხელ მაინც ჰქონია ცისტიტი და ესტრადიოლი დარღვეული აქვს, მას ფარისებრის დაზიანების ფონზე საკვერცხის კიბოს დიდი შანსი აქვს.
3 40 წლიდან ქალებში ცისტიტი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს———-კლასიკური ჰორმონული გადახრაა .ხოლო დახველებაზე მცირე უნებლიე შარდვა ,40 წლიდან მენჯის ღრუს ორგანოების ძლიერი კლიმაქსური ინვოლუციის ფონზეა.
4 როგორც ხშირად ვამბობ—-თუ სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტები 6 და 6 ზე დაბალია ,არც ღვიძლი და არც არცერთი დაავადება ამ პრობლემის გამოსწორების გარეშე არასოდეს არ მორჩება ბოლომდე. რადგან, ინტერფერონის შექმნა ხდება——–მაკროფაგებში, ტე უჯრედებში და ლეიკოციტებში. 6 ან უფრო დაბალი ლეიკოციტების დროს მაკროფაგები და ტე უჯრედები,თითქმის, პარალიზებული არიან და ინტერფერონის წარმოქმნა დაკნინებულია .ანუ არ არის ნორმული იმუნიტეტი. დაბალი იმუნიტეტის დროს არცერთი დაავადება ბოლომდე არ მორჩება. ადამიანი ადვილად მორჩება ან ჯანმრთელია, როცა ლეიკოციტი 7 ან 8 ან 9, როცა არის.
5 სახსარი რომ დაზიანებულია——-1——-ფარისებრი ჯირკვალი უპირობოდ პრობლემურია, თუნდაც გითხარან ფარისებრი ნორმააო 2—–ღვიძლი დაზიანებულია და მისი 500 მ დე ფუქციიდან ბევრია მოშლილი; 3—-ციტოკინები———-ინტერლეიკინი და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი მომატებულია. სანამ ციტოკინების დარეგულირება არ დაიწყება, თამაში და დროებითი იქნება სხვა, სახსრის ტრადიციული საშუალებები 4——ცისტინის ცვლა სახსრის ქრონიკული პრობლემის დროს ბოლომდეა მოშლილი, თავისი ყველა კომპონენტით.
6 მოჭარბებული თრომბოციტები 99 პროცენტში კიბოს დასტურია. თრომბოციტები დაქვეითებულია ამ დაავადებების დროს———პურპურა, მგლურა,ღვიძლის ციროზი,ძვლის ტვინში კიბოს მეტასტაზი, ძვლის ტვინის გაცხიმოვნება, ჰოჯკინის ლიმფომა. ნორმიდან გადახრილი, როგორც ჭარბი ისე დაბალი თრომბოციტების დროს, რა თქმა უნდა, თრომბის წარმოშობა ძალიან გაძლიერებულია .განსაკუთრებით სიმსივნეების დროს, ადამიანები ძალიან ხშირად არიან ანტიკოაგულანტებზე ანუ როგორც პრიმიტიულად გამოთქვამენ— სისხლის გამათხიერებლებზე .ზედაპირული ხედვით, მექანიზმების გააზრების გარეშე ეს შიში გასაგებია. რადგან , კიბო თანამედროვე კლასიკური განმარტებით, ეს არის———-სისხლის მიმოქცევის სრული მოშლა . ხშირად ვხსნი ამას——-ყოველი გამათხიერებელი თუ ის პროტეინ ცე ს და სხვა კოაგულაციური პარამეტრების პარალულური დაცვით და შევსებით არ მიდის, ათხელებს როგორც სისხლს, ასევე სისხლძარღვის კედელს. სწორედ სისხლძარღვის პათოლოგიური გათხელება არის, დაჩქარებული სიკვდილის, ინსულტის, ინფარქტის ,ნაწლავის პერფორაციის მიზეზი. გამათხიერებლების ქრონიკულად ანუ პერიოდულად ხშირად გამოყენება ,ძვლის ტვინს თანდათან შლის . თრომბის წარმოშობის ეპიცენტრი ძვლის ტვინი და ღვიძლია. რაც უფრო აძლიერებ ღვიძლის ჯანმრთელობას, მით ნაკლებია თრომბი და მით უფრო ჯანმრთელდება ძვლის ტვინი. შესაბამისად ,მცირდება სისხლის და სხვა უამრავი დაავადების რისკი. თანდათან ჯანმრთელდება და უმჯობესდება არსებული ნებისმიერი დაავადება, თუნდაც კ იბო. ყველა ბიოქიმიური რეაქცია მიდის ღვიძლში. რაც მეტჯერ მოხდება თრომბის ვითომრეგულირებისთვის გამათხიერებლების გამოყენება,მით უფრო ქვეითდება იმუნიტეტი და იშლება ძვლის ტვინის სტრუქტურა. ამიტომ——–დაბალი თრომბოციტების შემთხვევაში, განსაკუთრებით, კიბოთ დაავადებულებმა——–ბეტათრომბოგლობულინი უნდა გაიზომონ და ნორმაში ჩააყენონ, რომ აგრესიული, სასიკვდილო თრომბი აღარ წარმოიქმნას. ამ შემთხვევაში კიბოთ დაავადებული ბევრად მეტ ხანს იცოცხლებს . შედარებით არააგრესიული, მცირე ზომის თრომბის გარეშე , ამ გარემოში და ამ ტიპის ცხოვრების პირობებში, დღეს, თითქმის, აღარავინ არსებობს. როცა პროტეოგლიკანები და ციტოკინები განვიხილე, იქ გავაანალიზე, თუ როგორ შეიძლება არ წარმოიქმნას თრომბი მათი დარეგულირებით. რადგან თრომბის წარმოშობა ,მათ რაოდენობრივ ცვლილებას მექანიზმებით პირდაპირ უკავშირდება. ანუ უჯრედული მატრიქსის კომპონენტები თუ ნორმაშია—– არც დაავადებებია, არც სიმსივნეები და არც სიკვდილობა.
7 მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით სიკვდილობის სტატისტიკაში ლიდერობს—–გულის ინფარქტი. ამიტომ, თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვს, თუნდაც გული არ გტკიოდეს ,აუცილებლად გული და სისხლძარღვები აკონტროლე. დიაბეტის ფესვიანი მკურნალობა შაქრის ქვემწოლი პრეპარატით ზემოქმედება კი არ არის, არამედ უპირველესად ,გულის ქსოვილის და სისძლძარღვების დრეკადობის მუდმივი კონტროლი და მათი უჯრედული მატრიქსის მთავარი კომპონენტების რაოდენობის შემოწმებაა. თუ ისინი ნორმებშია, მაშინ დიაბეტიანი არ მივა კეტოზამდე. ინფარქტი, სწორედ მწვავე ან ქრონიკული დიაბეტური კეტოზის ფონზე ხდება. დიაბეტური, მომწამლავი კეტონები წარმოიქმნებიან აუცილებელი ნივთიერებების ნაკლებობით ან მეტობით და შენიღბულად ანადგურებენ დიაბეტიანის ორგანიზმს. თუ კეტონები ქრონიკულად ჭარბად მომატებულია, დიაბეტიანი შეიძლება კვებითი ინ ტოქსიკაციის დროს დაიღუპოს. რადგან, ესეც საკმარისია ,რომ კეტოაციდოზური კომა განვითარდეს ,რომლის დროსაც——–შაქარი ამაღლდება, კეტონები უფრო მატულობს, წნევა დაბლა ვარდება და აციდოზია. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს და დიაბეტიანმა დიდხანს იცოცხლოს ——-გული, სისხლძარღვები და კეტონური სხეულები უნდა აკონტროლოს. ეს არის ექიმის მაგისტრალური მიზანი დიაბეტის მკურნალობის დროს. რა თქმა უნდა ეს სასიცოცხლო, მაგრამ პერიფერიული მიზანია. ზრდის ჰორმონის რეგულირების გარეშე დიაბეტი არც მორჩება და არც რეგულირდება.
8-ძლიერი, კლასიკური ,დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს——–თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფა დაზიანებულ ჰიპოფიზს დაბლოკილი აქვს ანუ tsh ნორმაა. ამიტომ, მარტო ამ შაბლონური პარამეტრებით ჩიყვს ვერ შევაფასებთ.
9 მსოფლიო მედიცინის უახლესი სტანდარტით—-დაბალი შაქრის ყვ ელაზე ხშირი და გამოკვეთილი მიზეზებია————-თირკმლის ქრონიკული, ხშირად, ლატენტური უკმარისობა; ორსულობა ,ჰიპოპიტუიტარიზმი ჰორმონების დაქვეითებით ან მოდუნებით; ინსულინომა——-პანკრეასის ლატენტური სიმსივნე; ფარისებრის დიდი, თუნდაც ლატენტურად მიმდინარე პრობლემა. თუ გლუკოზის ნორმის ინტერპრეტაცია სამეცნიერო დონეზე წყდება, ის უკვე ——80 ზე და მითუმეტეს ცოტა ქვევით——-დაბალ შაქრად ითვლება. ბავშვებში დაბალი შაქრის მიზეზი ყველაზე ხშირად რაქიტია. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი დაავადებების არსებობა, დაბალი შაქრის და რაქიტის ფონზეც უნდა გამოირიცხოს. 90 ის მახლობლად შაქარი უფრო ჯანმრთელ ადამიანებს აქვთ. ყოველთვის კონტროლზე ამყავდა პაციენტი 80 შაქრით ანუ დაბლისკენ ტენდენციით და ამ დროს ჰიპოფიზს და ჰიპოთალამუსს განსაკუთრებით ვაკვირდები. ჩემთვის გაუგებარია ვის ტვინში მოიხარშა შაქრის ნორმად 65 -დან ათვლა, როცა ბევრი ლაბორატორიის ნორმა უფრო მაღლიდან იწყება.
10 თანამედროვე მედიცინაში მიოკარდიუმის ქრონიკული დაზიანების სპეციფიკური მარკერია———–კრეატინფოსფოკინაზა mb ფრაქციის. ამით დასტურდება გულის ქსოვილის დაზიანება, ჩივილების არარსებობის დროსაც. ეს ის შემთხვევაა—–როცა ამბობენ ——გული არ აწუხებდა და ინფარქტით მოკვდაო. გულის ევროპული და ამერიკული კვლევების სტანდარტი უკვე განვიხილე შესაბამის სტატიაში. ანუ რა ანალიზები გაკეთდეს სრული კვლევისთვის. ასევე აუცილებელია შრატის ფერმენტების კვლევაც, არამარტო გულის არამედ სხვა ორგანოებისთვის. .კერძოდ,1—კრეატინფოსფოკინაზა ემბე ფრაქციის-2,ლაქტატდეჰიდროგენაზა 3კრეატინფოსფოკინაზა და გლუტამატოქსალაცეტატ ტრანსამინაზა. მაგრამ პირველი ნომერი გულის ქსოვილის ღრმა დაზიანების სახეა .რომლის დროსაც, დაზიანებული გულის დროს, გამოკვეთილი ჩივილები შეიძლება არც იყოს. ადამიანებს , რომელთაც გულის სტენტირება დასჭირდათ ან სჭირდებათ, პერიოდულად მაინც, დარღვეული აქვთ——-კრეატინფოსფოკინაზა mb ფრაქციის.
11 ბე 12 ის ცვლის მოშლა და დეფიციტიც ხშირად იწვევს———-ქვემო კიდურების დამბლას, მოძრაობის შეზღუდვას ,ადრე გაძღომის შეგრძნებას, პერიოდულ ფაღარათს . ბე 12ის დეფიციტის სამედიცინო სტანდარტია ——–მკურნალობა უნდა არა ერთჯერადი, არამედ მთელი სიცოცხლე პერიოდულად. რადგან, მისი ცვლის აღდგენა, დოფას ,ეპინეფრინის, ,ფენილალანინის და სეროტინინის გასწორების მსგავსად——-მთელი მედიცინაა. ბე 12 ის ცვლის დარღვევაც და დაქვეითებაც არის——დეენემის და ერენემის ძლიერი დაზიანება. ხშირად ვსაუბრობ ბე 12 ზე .ეს ამოუწურავი თემაა, იმდენი პრობლემა უკავშირდება მისი ცვლის მოშლას. სახის ნერვის პარეზში 50 პროცენტიან მიზეზად ბე 12 ის ცვლის ძლიერი მოშლა.
12 იდიოპათიური ჰემოქრომატოზი უხშირესად იწვევს ინსულინზე დამოკიდებულ დიაბეტს .ჰემოქრომატოზის დროს რკინის მატებაა. ამიტომ, რკინის მატება ურეაქციოდ არ გაატაროთ .რკინის ზედა ზღვარზე ყოფნაც სიგნალია ეპიფიზიდან, რომ რთული დაავადების განვითარების სტარტზეა ადამიანი. ხშირად ვიმეორებ——-რაც შეეხება დაკლებულ რკინას ანემიების დროს, ეს უნდა დაბალანსდეს არსებული, მოშლილი მექანიზმების გამოსწორებით და არა რკინის განმეორებითი გადასხმებით, რაც ძვლის ტვინის თანდათან დეგრადაციას იწვევს. ხშირად გადასხმულ რკინას, ძვლის ტვინი უცხო სხეულად აღიქვამს და აუტოიმუნური დაავადების დამართების შანსი მატულობს.
13 დიდი მუცლის, კორტიზოლის მატების ან სიმსუქნის დროს, დადგენილი სამედიცინო სტანდარტია და უკიდურესად აუცილებელია—– მუცლის ღრუს კატე კვლევა.
14 თუ სქესობრივი ტიპის ინფექციური დაავადება არ აქვს და ადამიანი დაუბანელი არ არის ,მაშინ სასქესო ორგანოების , მითუმეტეს, პერიოდული ქავილი———უტყუარი ნიშანია დიაბეტის.
15 თუ ქალს ფარისებრის კვანძები აქვს და ის ავსთვისებიანი ბუნების არ აღმოჩნდა ,შეიძლება სულ არ იყოს ჩიყვი, მაგრამ აუცილებლად , ყველა შემთხვევაში არის——-ძლიერი ჰორმონული რღვევა.
16 თუ ადამიანს ჰიპოთირეოზი აქვს , რაც ჩვენი ქვეყნის ,ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ,მაშინ მას ბევრი ცილა აკლია. რადგან, ამ დროს ბევრი სახის ცილა ა დაქვეითებული. ფარისებრის ჰორმონების ნაკლებობა ცილებს შლის.
17 თუ ახალშობილს ბუშტუკოვანი გამონაყარი აქვს , ხან ჩირქოვანი ელემენტებით და ეს მხოლოდ წელს ქვევითაა, მას 99 პროცენტში პემფიგუსი აქვს.
18 ახალშობილები ხშირად იბადებიან სიყვითლით. თუ პირველ დღეებში ამას, ღებინება , აშლა და ქაფიანი ფეკალია ახლავს ,მალევე გამორიცხეთ ან უმკურნალეთ გალაქტოზემიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი მთელი ცხოვრება იწამებს ან დიარეით ან ქოლესტერინის სიჭარბით ან ღვიძლის დაავადებით ან კუჭ-ნაწლავის მძიმე დაზიანებით. გალაქტოზემიის დროს გამოცდილმა პედიატრმა, შეიძლემა ,მსუბუქი მკურნალობით და სპეციალური კვებით გადაწყვიტოს ბავშვის მომავალი სიცოცხლის ხარისხი. გალაქტოზემიით ადამიანებს ,აუცილებლად, ადრეულ ასაკში დაუქვეითდებათ მხედველობა ან კატარაქტა დაემართებათ.
19 თუ ექოსკოპისტი წერს, რომ მუცლის ღრუში ლიმფური ჯირკვლები გადიდებულია, უნდა გამორიცხო——–ლიმფომა, პროსტატის მეტასტაზი კაცებში, ლატენტური ტუბერკულოზი , თირკმლის კიბო .ყველაზე საუკეთესო ვარიანტში იქნება ლოკალური ინფექცია, რომელიც თავდაპირველი ანთების დროს არასრულფასოვნად ნამკურნალებია.
20 თავის პერიოდული ტკივილის და ცუდი სიზმრების დროს ,უპირველესად, ერითრემიას ვრიცხავთ. ერითრემია -იგივე პოლიციტემია იგივე ვაქეზის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია ჰემოგლობინი და ერითროციტები . ეს დაავადება ქრონიკულ ლეიკემიებს მიეკუთვნება.
21 სტომატოლოგმა უნდა იცოდეს ,რომ გინგივიტის—–ღრძილების ანთების დროს, სისხლის დაავადება გამოირიცხოს .რადგან, გინგივიტი ბევრ შემთხვევაში, ლეიკემიის საწყისი ფორმების გამოხატულება და მისი მკვეთრი ნიშანია. ასევე ხშირად ვამბობ———-რომ განმეორებადი სტომატიტების დროს , აზროვნებით, ლოკალურ ინფექციაზე არ უნდა გავიყინოთ . სისხლძარღვების და ვენების ურთულესი დაავადების——–ბეხჩეტის სინდრომის დროს, ანამნეზში განმეორებული სტომატიტებია. სისხლის დაავადების –პურპურას ბევრი ფორმა, 40 წლის ზევით, ძალიან ხშირად იწყება, უჯანმრთელესი კბილების უცებ მორყევით.
22 მონონუკლეოზზე იმიტომ ვსაუბრობ ხშირად, რომ მისი გადატანის შემდეგ ადამიანს უამრავი პრობლემა ეწყება თანდათან. უამრავი მონონუკლეოზი დაუფიქსირებელი გაპარულა ანგინის საფარქვეშ. იმდენად საყურადღებო დაავადებაა ჯანმრთელობის დასაცავად, რომ აუცილებლად, ჯანდაცვის განსაკუთრებული სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა შეტანა პროგრამის სახით. ეს დაავადება უამრავ ღია თუ ფარულ პრობლემას ტოვებს. ამ ეპოქაში ბევრი შემთხვევაა , ადამიანი სრულიად ჯანმრთელი ჰგონიათ , მოულოდნელად დამძიმდება და გარდაიცვლება ლიმფომით. რა თქმა უნდა, გამოცდილ ექიმებს ლიმფომის არცერთი ფორმა არ გამოეპარებათ. ებშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც მონონუკლეოზს იწვევს ყველაზე მთავარი მიზეზია——-ბერკიტის ლიმფომის.
23 ფარისებრის კვანძს , რომელიც ექოზე ჰიპოექოგენურია და მიკროკალციფიკატებს შეიცავს ,უცუდესი პროგნოზი ექნება, თუ ძალიან სასწრაფოდ და სწორად არ იმკურნალებთ .ნებისმიერ ორგანოზე ,როცა რადიოლოგი ექოგენების დაქვეითებას წერს, ეს ხშირად ნიჰილისტურად აღიქმება, მაგრამ გამოცდილი ექიმებისთვის განგაშის სიგნალია.
24 მაჯის გვირაბის სინდრომი, რომელიც ხან კეკლუცად და უყურადღებოდ აღიქმება, ეპიფიზიდან ზარის ჩამორეკვაა,
რომ ამილოიდოზი ანუ ერთი ან რამდენიმე ორგანოს შეუქცევადი გადაგვარება დაწყებულია.
25 დღეს ახალგაზრდებში ხშირია პიგმენტაცია. ზურგზე ან ხელებზე ან სადმე .ზოგ ადგილზე კანმა ფერი თუ შეიცვალა, უფრო თუ გამუქდა, ეს არის ადრენოკორტიკოტროპული სინდრომის გამოკვეთილი სიმპტომი და რთულ ჰორმონულ მოშლაზე მიგვანიშნებს.
26 უახლესი -სამეცნიერო სტატისტიკით, უშვილობას ყველაზე ხშირად, პროლაქტინის დაზიანებ ა იწვევს.
27 თუ კიბო ფარულად მიდის და კალციუმიც მომატებულია, მაშინ პარათიროიდული ჰორმონი აუცილებლად დაქვეითებული იქნება.
28 ახალშობილებში რიცხობრივად ლიდერობს ქლამიდიური ფილტვის ანთება. ყოვანახველას ტიპის მკვეთრი ხველა აქვს, ოღონდ რიცხობრივად მოკლე ანუ შეტევის რეპრიზი არა აქვს.
29 თუ ექიმი დამწყებია და ჯერ კიდევ ვერ ახდენს პილოროსპაზმის და პილოროსტენოზის დიფერენცირებას————–თუ ბავშვს ღებინება დაბადებისთანავე აქვს—–ეს პილოროსპაზმია .თუ ახალშობილს ღებინება დაეწყება ორი კვირის თავზე ან მე 20 დღიდან——–ეს პილოროსტენოზია. პედიატრიაში პილოროსპაზმი ძალიან ხშირია. არასწორად ნამკურნალები პილიროსპაზმი, მომავალი კუჭ-ნაწლავის დაავადებებია.
30 თუ პედიატრი ფონედოსკოპს, ახალშობილს გულმკერდზე დაადებს და ყურყურის ხმა ესმის, ამ ბავშვს დიაფრაგმის თიაქარი აქვს.
31 ლიმფოციტების მომატება ბევრი რთული დაავადების მიზეზია და ეს უკვე ადრე რამდენიმეჯერ განვიხილე .თუ ჯანმრთელ ბავშვს წლამდე ასაკში მცირედ მომატებული ლიმფოციტები აქვს, ეს არც სანერვიულოა და არც გასადევნებელი. რადგან ეს წლამდე, ფიზიოლოგიურში გადის.
32 ჩვილ ბავშვებში არცთუ იშვიათია რეიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი .მას ჩვილებში იწვევს ოქროსფერი სტაფილოკოკი . გამონაყარი, ძირითადად, ტუჩის ირგვლივ, ცხვირზე და ნიკაპზეა. მიმართეთ კვალიფიციურ პედიატრს .რომ დაადასტუროს. რადგან ,თუ მალამოთ ჩაახშობ, ეს კერა ჩაბრუნდება, დარჩება და 30 წლის ასაკის შემდეგ სეფსისად ან სხვა ინფექციად დაბრუნდება.
33 მედიცინაში აღწერილია შეცდომები. სეროტონინის სინდრომის ამ ფორმით გამოხატულება როცა არის——–თავის ტკივილი, დიარეა, აგზნება ,წნევა, ,ტაქიკარდია,ოფლიანობა, კანკალი———–პარკისონის დაავადება ეგონათ . ბევრი დაავადება შეიცავს სეროტონინის სინდრომს. სიმსივნეების ბევრი ტიპი შეიცავს სეროტონინის სინდრომს. განსაკუთრებით, ადრენალინური სინდრომით და დოფას მატებით მიმდინარე.
34-კანის ტუბერკულოზი ნელა და მალულად მიდის და სახსრების ან ალერგიის გამწვავებები ახასაითებს.
35 ჰიპოფიზის დაზიანების დროს პროლაქტინი იმატებს. თუ არასიმსივნური პროცესია პროლაქტინი ადვილად იკლებს. რა თქმა უნდა მკურნალობა ბუნებრივი ჰორმონებით , კონკრეტული მცენარეებით უნდა მოხდეს, რომლებიც ნატურალურ ჰორმონებს მიუკუთვნებიან . მედიცინის მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქიმიური ტიპის ჰორმონები ბოლომდე აზიანებენ ჰიპოფიზს, ეპიფიზს და ჰიპოთალამუსს ანუ სიცოცხლის მაკონტროლებლებს . ჰიპოფიზის ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს პროლაქტინომა ჰქვია. ის კეთილი ფორმაა, თუმცა მკურნალობის გარეშე ადამიანის სიცოცხლეს ამოკლებს. ამ კეთილი სიმსივნის ბევრი ვარიანტია .უფრო ქალებშია. ამ ტიპის სიმსივნე იმდენად ხშირია და ზოგი ისე უსიმპტომოდ მიდის, ბევრმა არც იცის , რომ სიმსივნე პროლაქტინომა აქვს . პროლაქტინომის დროს არაორსულ ქალებში და კაცებში, ერთხელ მაინც, დვრილებიდან რძის მცირე გამოყოფა ხდება. პროლაქტინის მომატების დროს, უპირველესად, ეს სიმსივნე უნდა გამოვრიცხოთ.
36 სახეზე ადრე გაჩენილი ნაოჭები და საერთოდ ადრე დაბერება პროტეოგლიკანების დარღვევაა. შესაბამის სტატიაში ისინი ავღწერე ძალიან დეტალურად.
37 ქოლესტერინი არასოდეს არ დაჯდება ნორმაზე, თუ ექიმის ყველა სამკურნალო ღონისძიება, ყველა მედიკამენტი და დიეტა, უპირველესად, ზრდის ჰორმონის რეგულირებაზე არ იქნება მიმართული.
38 სქესის შეცვლის გადაწყვეტილებაში , დაზიანებული ლეპტინის როლი უდიდესია.
39 შაქრიანი -დიაბეტის დროს, სისხლძარღვები და პანკრეასი ამილოიდურად დაშლაკული და გადაგვარებულია .