საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს
ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“10 მილიარდი ვალი!
ეს იმას ნიშნავს რომ მინიმუმ მილიონ ადამიანს 10 000 ლარის სარგებელი უნდა მიეღო სახელმწიფოსგან.
ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ “კორონა” პირადი გამდიდრების საშუალებად გამოიყენა და მომავალში თქვენ და თქვენმა შვილებმა უნდა გადაიხადოთ ეს ვალი.
არასწორმა მენეჯმენტმა კატასტროფული შედეგი რომ დადო ფაქტი სახეზეა.
მოსახლეობის მხრივ თუ გავითვალისწინებთ ვირუსის გავრცელების მასშტაბურობას მსგავსი დამანგრეველი სტატისტიკა იტალიას და ესპანეთს არ ქონდა პიკის პერიოდში.
კორონასთან მებრძოლი გმირების მითი დაიმსხვრა. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა უუნარო მთავრობას ახალი პროვოკაცია შემოეგდო მოსახლეობის ყურადღების გადასატანად და ჰაკიმ ფაშამ გამოაცხო გარეჯი.
ნამდვილად არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემი ერი 31 ოქტომბერს, თუმცა ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება იმის პირობა, რომ საბოლოოდ გაირკვეს ვიმსახურებთ თუ არა, ვიყოთ ცივილური სამყაროს მკვდრნი.”