“გასაგებია, რომ ფორმალურად არის ჯერ კიდევ პრეზიდენტი, მაგრამ თუკი იყენებ ამ უფლებას, აქ მაინც ასახე დოკუმენტში, რომ სივრცე იყოს მსჯელობის,” – ამ განცხადებით ეხმაურება პრეზიდენტის ვეტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ოხანაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა მსჯელობის სივრცე დახურა და შესაბამისად, ოცნება ემზადება ვეტოს დასაძლევად.
ევროპული ღირება ეფუძნება მოსმენის კულტურასდ, დისკუსიას, ამ საკითხებს ეფუძნება და თან ევროპელობაზე დებდე თავს და ამ ყველაფრისგან დაცლილი იყო, გასაგებია, რომ ფორმალურად არის ჯერ კიდევ პრეზიდენტი, მაგრამ თუკი იყენებ ამ უფლებას, აქ მაინც ასახე დოკუმენტში, რომ სივრცე იყოს მსჯელობის. ჩვენ პროცედურული თვალსაზრისით ამ ფორმალურ ვეტოსაც განვიხილავთ და შესაბამისი პროცედურების დაცვით იქნება დაძლეული. თუკი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოყენება მათი არგუმენტების სასარგებლო იქნებოდა, მაშინ სად ეჩქარებოდა, შემთხვევით სხვა მიზნები ხომ არ ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებითაც,“ – ამბობს ოხანაშვილი.