რაც შეეხება პოლარიზაციას, ბევრჯერ ვთქვით და კიდევ გავიმეორებ, სწორედ ასეთი კანონის უქონლობა იწვევს ქვეყანაში, მე არ ვიცი როგორ არის ეს სხვაგან, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რეგლამენტაციის და რეგულაციის და კანონების უქონლობა იწვევს დეპოლარიზაციას და შემდეგ, ამ დეპოლარიზაციის გადაზრდას რადიკალიზმში. ამიტომ, ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ხელს შეგვიწყობს, რომ როგორმე სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. რა თქმა უნდა, ვნებათაღელვები კიდევ იქნება ვეტოს გადალახვის პროცესში და ეს ნამდვილად გადაილახება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კანონი ხელს შეუწყობს მდგომარეობის დამშვიდებას.