“თქვენ ტვინში უკვე ხარ რუსეთის გუბერნია” – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს ნინო გიგაურს. ჟურნალისტმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრს უთხრა: “ჩვენ გვეშინია, რომ რუსეთის გუბერნია გავხდებით ქალბატონო თეა”
“თქვენ ტვინში უკვე ხართ რუსეთი გუბერნია და თქვენი არხი ტვინში უკვე არის საბჭოთა მენტალიტეტის მატარებელი. ამიტომ, თქვენ აწი არაფერი არ გემუქრებათ”, – უთხრა მან “მთავარი არხის” ჟურნალისტს.
წულუკიანი თვლის, რომ ემოციების გამოხატვის თავისუფლება საზოგადოებასა და მედიას, “ქართული ოცნების” დამსახურებით აქვს.