“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, 15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები უნდა გაიმართოს როგორც ნიკა მელიასთან, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
“დღეს და ხვალ გავივლით ამ ამბავსაც ნიკა მელიასთან. გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ცოტა სხვა ვითარებაა. რაც, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანის მობილიზებას ხელს შეუშლის. გავივლით კონსულტაციებს სხვა პარტიებთანაც ” – აღნიშნა დეკანოიძემ.