ევროპის ლიბერალ‑დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში.
ჰანს ვან ბაალენი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს ერთობლივად იმუშავონ ახალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩასატარებლად და ასევე მიმართავს ხელისუფლებას, რათა გაათავისუფლოს ნიკა მელია.
ამის შესახებ ჰანს ვან ბაალენსმა საკუთარ twitter-ის ანგარიშზე დაწერა.
“მე მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მცდელობას, რათა გაუწიოს მედიაცია პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგის შენარჩუნებისა და ერთობლივად მუშაობისკენ ახალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნიკა მელიას და მისი კოლეგების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”. – დაწერა ჰანს ვან ბაალენმა