გურულების საბრძოლო დროშა წარწერით – მეფეთა უძლეველი წინამბრძოლი

როგორც ჩანს საბრძოლო მოტივები გურულ ფოლკლორში ადრე მრავლად უნდა ყოფილიყო, ყველაზე უფრო ადრინდელი ინფორმაციას ამის შესახებ მივაგენი პროფესორი ედუარდ ეიხვალდის (ნატურალისტი, პალეონტოლოგი; Johann Karl Eduard Eichwald) 1925 წელს კავკასიაში მოგზაურობის აღწერაში არის ერთი ქუთაისური სუფრის ამბავი – „ერთი სტუმარი გურიიდან ყველაზე უფრო მეტად მხიარულობდა: ის უმღეროდა მათ გურულ სიმღერებს თურქებთან ბრძოლის შესახებ, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ შეეძლო მას აყოლოდა სიმღერაში, რადგანაც როგორც სიმღერა და ისე ენა ნაკლებად იყო ცნობილი იმერეთში.“ .
.
კოლიუბაკინი, რომელიც გურიაში 1877 წელს იყო წერს – „სიმღერებდან რომელსაც გურიაში მღერიან მათთვის განსაკუთრებული მანერით ერთი გამოირჩევა თავისი საბრძოლო ხასიათით, ეს სიმღერა აღწერს ნიგოითის ბრძოლას რომელშიც მოკლეს ჰასან-ფაშა, მისი მოკვეთილი თავი კი გურულებმა შუბზე წამოაგეს; ახლა როდესაც ამ სიმღერას მღერიან, ერთ მომღერალს, რომლიც ქოროს წინ დგას ხელში უკავია მაღალი შუბი, რომელზეც თავის მსგავსი საგანია ჩამოცმული ჰასან-ფაშას მოკვეთილი თავის ნიშნად.“
.
– Путишествие Профессора Эихвльда къ Каспійскому мрю и по Кавквзскому краю – Библіотека для чтенія 1838 г.
– Колюбакин, Борис Михайлович Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг (1897))
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share