“მეგრს გურული ეკითხება:
– მეგრელო, ვისი კაცი ხარ; მითხარი, თავი ნუ მოგიკვდება.
– ვისი უნდა ვიყო, პარტენი, ვისი ვარ და ჩემი თავის…
– ისემც კარგი მოგივა, კარგი პატრონი შენა გყოლია!
– აბა, შენ, გურულო, ვისი კაცი ხარ, მითხარი, მამა ნუ წაგიწყდება.
– ვისიო? რავა მეკითხები მაგას… ვისი ვარ და ქვეყნის, ხალხის, ძმობის, ერთობის და თავისუფლების. თოფის, ფიშტოსი, მაჭახელაის, ბურთის, მოედნის, პარტიის.
– ვაი, რას ამბობ, გურულო! კაი „კახპა“ დედა გყოლია, თუ ყველა მაგათი კაცი ხარო.”
.
P.S. ფაქტია, რომ აშკარად ვერ გაუგეს ერთმანეს და ფინალში ალბად იჩხუბეს
.
მეგრელი და გურული – ფრანც ტეიხელის XVIII საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ილუსტრაცია
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა