სტიქიამ ნასაკირალიც მნიშვნელოვნად დააზარალა – ოზურგეთში ამ საღამოს ამოვარდნილმა გრიგალმა გურიის ადმინისტრაციულ ცენტრთან ერთად დიდი ზიანი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ნასაკირალს.
როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაბის ცენტრში მრავალსართულიან კორპუსებთანაა, რომელსაც გრიგალმა სახურავი მთლიანად გადახადა.