ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცირება არის პრორუსის ძახილი. რითი ვარ მე პრორუსი – ოდიშარია

“ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცირება არის პრორუსის ძახილი. რითი ვარ მე პრორუსი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრობს. ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასაც პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, თავმდამსხმელებს “ძალიან მძიმე” ოასუხი გაეცემათ.

„დღეს მკვეხარა ბიჭუნა რომ გამოვიდა და ისაუბრა, ხელებს და მაჯებს დაგვამტვრევს, მაგის დამტვრეული ჯერ არაფერი გვინახავს, მაგრამ თვითონ კი გვინახავს ნაცემი და შემდეგ შეუფერებელი შეხედულების. თუმცა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მე არცერთ ჩემს კოლეგას, არც ოპოზიციონერს, არც სხვა სამოქალაქო საზოგადოების წევრს არასოდეს ვაყენებ შეურაცხყოფას. ვერავინ იტყვის, რომ მე პირველად მისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, თუ ის არ გადმოდის აბსოლუტურ გაუგონარ უზრდელობაზე.

ჩვენც გვყავს ოჯახები, მშობლები, მეგობრები და ასე ტელევიზიით დედის გინება, პირდაპირ სახელებითა და გვარებით, უკიდურესი შეურაცხყოფაა, მითითება ფიზიკურ შეხედულებაზე, ყველანაირი დამცირება, თუ რამე არსებობს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცირება არის პრორუსის ძახილი. რითი ვარ მე პრორუსი და ეს ვაჟბატონ-ქალბატონები, შარიკოვების ფორმები რომ ჩააცვა, საუბრისა და ვიზუალითაც არაფრით განსხვავდებიან შარიკოვებისგან. დააკვირდით, როგორია მათი პათოსი. ალბათ შემოგვიცვივდებიან, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ და ყველაფერს შუაში გადახერხავენ, რადგან შეეტყოთ, რომ შეუძლიათ, ადამიანს აგინონ მკვდარი და ცოცხალი, შემდეგ კი პატარა გამოწვდილი ხელისთვის და ორი გროშის გულისთვის მაქებარი და დამცველნი გახდნენ, ფულიც აიღონ სტაბილურად ყოველთვიურად. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ახლა რომ გიკიჟინებენ, რომ შენ პრორუსი ხარ, რადგან ვიღაცამ იქ ფული ჩაიჯიბოს და თავისი მავნებლური პოლიტიკური დღის წესრიგი გაამართლოს, ამას ვერ ვაპატიებთ. ასეა ეს, – ამბობს ოდიშარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share