რუსების დაძახება სწყინთ თურმე და ძალადობით იმუქრებიან ის დეპუტატები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს – ლომჯარია

“რუსების დაძახება სწყინთ თურმე და ძალადობით იმუქრებიან ის დეპუტატები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, კანონს, რომლითაც ევროპული და ზოგადად დასავლური სახელმწიფოები მტრულად განწყობილ ქვეყნებად ცხადდებოდნენ, ხოლო მათგან მხარდაჭერის მიმღები მოქალაქეები უცხო ქვეყნის აგენტებად.
ჰოდა, ანუ, რას გვეუბნება ქ-ნი ნინო წილოსანი, რა უნდა ექნა იმ დეპუტატებისთვის და მათი პროპაგანდისტებისთვის ხალხს, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოაცხადეს? უნდა ეძალადათ?
ძალადობის მხარდაჭერას და ნორმალიზებას მშვიდობა არავისთვის მოუტანია, დაფიქრდით ამაზე. წარსულში და სიბნელეში ნუ ექაჩებით ამ ქვეყანას, არ წამოგყვებათ.”

წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან, ძალადობაზე გაკეთებულ განცხადებებზე.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share