ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რაც გუშინ იხილეთ, დასაწყისია – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება.

“მეგობრებორუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველორომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქციაზუსტად ამ გზას დაადგასაქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებულირომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზეის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია. ახლა მთავარია არ შეგვეშინდეს! მე ხომ არ შემეშინდა აქ ჩამოსვლათუმცა ზუსტად ვიცოდირომ შეიძლება მოვეკალინურც თქვენ შეგეშინდებათ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა!

რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა – ძალიან მიკვირს ამას რომ ვუყურებწინ რუსეთის და უკრაინის მოვლენების პარალელურად (განსაკუთრებით უკრაინის წარმატების პარალელურად), უმძიმესი პერიოდი გველოდებარომლის გასავლელად კონსოლიდაცია და ახალი ელემენტების შემოტანა გვჭირდებაისეთისრაც წინა წლებში არ ყოფილა აქტუალური.

ჩვენ მათ მოგვპარეს მომავალი და ახლა უნდათ აწმყოს წართმევაცუნდა ვუთხრათ ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთშირომ ვერ მოგვერევითვერ “დაგვაჩმორებთ”ჩვენ ბევრად მეტი ვართრუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელიმე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას”, – წერს Facebook-ზე სააკაშვილი.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს კი სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახისრომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლოაგინებს პატრიარქსქართველ ერს და იცავს მამათმავლებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share