ხელისუფლების უყურადღებობა და უსახურავოდ დარჩენილი მოსახლეობა – დღეს საღამოს ქალაქ ოზურგეთში ამოვარდნილმა გრიგალმა ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა.
ჩვენ ვიმყოფებოდით ბოლქვაძის ქუჩაზე ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, სადაც სტიქიამ კორპუსს მთლიანად გადახადა სახურავი. სახურავი გრიგალმა წამოიღო და თითქმის მთლიანი კონსტრუქცია ძირს ჩამოყარა.
ადგილობრივი მოსახლეობა გარეთ იმყოფება და ამობენ, რომ ამ წუთამდე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი და არც მაშველები ადგილზე არ მისულან. მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, ნანგრევებში ვინმეა მოხვედრილი, თუმცა არავის არაფერი აინტერესებს. მოსახლეობა ამ წუტებშიც ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა დიდი ალბათობოთ ხელისუფლება ფეხბურთით ერთობა და მოსახლეობსთვის არ სცალია.
როგორც ჩვენ გადმოგვცეს, ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის რესტორანში იმყოფებიან და ქეიფობენ,თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ მოგვეცა.