“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – ამ სახელწოდებით თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და ვაკის პარკთან დასრულდება.
“1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტეროტორიისკენ გაემართა. ჩვენც ამ გზას გავივლით”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
აქციაზე სკანდირებენ – “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ რეჟიმს”.