”ეს არის გარემოსდაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ერთ-ერთი ფაილი,სადაც გურია მაღალი რისკის მქონე რეგიონებში მე-3 ადგილზეა და ამ კვლევიდან ლანჩხუთის მუნციპალიტეტი ყველაზე მაღალი რიკის ზონადაა შეფასებული” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა წერს:
”ეს არის გარემოსდაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ერთ-ერთი ფაილი,სადაც გურია მაღალი რისკის მქონე რეგიონებში მე-3 ადგილზეა და ამ კვლევიდან ლანჩხუთის მუნციპალიტეტი ყველაზე მაღალი რიკის ზონადაა შეფასებული.ამ საგანგაშო მონაცემებს 8 სექტემბერს მომხდარი სტიქიაც მოწმობს,რომელიც მსხვერპლით დასრულდა სამწუხაროდ და რომლის ლიკვიდაციაც ბოლომდე დღემდე არაა მიყვანილი.
ასეთი გამოწვევების რეგიონი და რაიონი,რომელც ერთ-ერთ ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონად ითვლება საქართველოში,ცენტერალური ხელისუფლების წყალობით და ადგილობრივი თვითმმართველობის მორჩილი დუმილით,იმის ნაცვლად რომ საერთაშორისო მიზნობრივ ორგანაზიციებთან დღე და ღამე მუშაობდნენ თანხების მოზიდვისა და შემდგომი პრევენციის მიზნით,ამ ორგანიზაციების “უცხოური გავლენების აგენტებად” შერაცხვით,მათი სტიგმატიზაციით და დემონიზაციით არიან დაკავებულები!
ახლა,როცა ეს დოკუმენტი საჯაროა და ერთგვარ გზამკვლევადაც გამოდგება,ადგილობრივი საკრებულოს განხილვის მთავარ თემად უნდა იქცეს წესით.შემუშავდეს მოკლე და გრძელვადიანი გეგმა,პრევენციისა და შემდგომი უბედური შემთხვევების თავიდან აცილების დასაზღვევად.პროფილურ სამინისტროსთან და სააგენტოებთან მაქსიმალური ჩართულობით და დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან,ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და აფინანსებს კიდეც კონკრეტულ პროექტებს.სადაც სამწუხაროდ აღარ მიგვესვლება,მოქმედი ხელისუფლების რუსული კანონის მიღების მერე,საუბედუროდ.” – წერს ასკურავა.