“დარწმუნებული ვარ, რომ რა სანქციები, რა პოლიტიკის შეცვლაც არ უნდა განახორციელოს აშშ-ის მთავრობამ საქართველოს მიმართუილებით, მინიმალიზებული იქნება ზემოქმედება ქართველ ხალხზე,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აკეთებს.
როგორც ბრაიზა ამბობს, სანქციები, რაც შეიძლება აშშ-მა გაატაროს, სავარაუდოდ, ქართველ ხალხს არ შეეხება.
“სანქციები, რაზეც ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ვიზების აკრძალვა, გაუქმება სამთავრობო წევრებისთვის, შეიძლება საფინანსო სანქციები, რაზეც შეიძლება აშშ-მ და ევროპამ ერთად გადადგან ნაბიჯები,” – ამბობს ბრაიზა და განმარტავს, რა შედეგები მოჰყვება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს სანქცირების შემთხვევაში.
”მილერიც და ბლინკენიც აცხადებენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ახლა გადახედვის პროცესშია. ვაშინგტონს უნდა, რომ აირიდოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, პირველ რიგში, რომ არ შეეხოს საქართველოს მოსახლეობას დ საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ შეუერთდეს ტრანსატლანტიკურს. მაგრამ ხვდებიან, რომ ამჟამინდელი მთავრობა ხელს უშლის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაზეც პრეზიდენტი ზურაბიშვილიც საუბრობს.
ვაშინგტონს არ სურს სანქციები, არ სურს მისცეს მას საშუალება, რომ აღასრულოს ბუქარესტის ნატოს სამიტის განცხადება, რომ საქართველო-უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, თუმცა ჯერ არა და პერიფრაზირება რომ გავუკეთო, არ ვიცი, როდის. მაგრამ სანქციები არის, რაც უნდა აშშ-ის განახორციელოს. რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება „ტორმუზი“, შემაფერხებელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. სანქციები, რაზეც ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ვიზების აკრძალვა, გაუქმება სამთავრობო წევრებისთვის, შეიძლება საფინანსო სანქციები, რამაც შეიძლება აშშ-მ და ევროპამ ერთად გადადგან ნაბიჯები. მე იმედი მექნება, რომ ეს არ იქნება სანქცია, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიიღონ აშშ-ის ვიზა, ან იმოგზაურონ ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ევროპასაც ასევე არ სურს, რომ ზიანი მიაყენოს ქართველ ხალხს,” – ამბობს ბრაიზა.