“საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას უნდა, რომ იყვნენ ახლოს ჩრდილოელ მეზობელთან და არა ევროპასთან ან ამერიკასთან,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აკეთებს.
როგორც ბრაიზა ამბობს, “ქართველმა ხალხმა ახლა უნდა იბრძოლოს თავიანთი დემოკრატიისთვის”.
”როგორც ჩანს ამჟამინდელი მთავრობა საქართველოსი, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, არ უნდათ საქართველოს მიახლოება ევროპასთან. მათ უნდათ იყვნენ ახლოს ჩრდილოელ მეზობელთან და არა ევროპასთან ან ამერიკასთან. როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობას აღარ უნდა ამერიკასთან და ევროპასთან ყოფნა, ასეთი რამ აღარ მოხდება. უნდა იყოს დამოუკიდებლად არჩეული ლიდერები, რომელთაც მოუნდებათ რომ წაიყვანონ ამ მიმართულებით, ამიტომაც არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ამბობს ბრაიზა.