ეს “თბილისის ცის ქვეშ” პერმანენტული კონცერტების პროექტი თეორიულად მომწონს, მაგრამ… მე პირადად და ვერც ჩემს მიკრო-სამყაროს ვერ წარმოგვიდგენია, დღე უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიას, დაღუპულ ბავშვებს და ქალებს ვუყუროთ, საღამოს კი კონცერტზე გავერთოთ…
ასე ეხმაურება Facebook-ზე პოლიტოლოგი გაი ხუხაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ თბილისში ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.