მაღალი ალბათობით, დაასანქცირეს თბილისის მერი კახი კალაძე, ხარება, დიტო სამხარაძე – ნიკა გვარამია

“მაღალი ალბათობით, დაასანქცირეს თბილისის მერი [კახი კალაძე], ხარება, დიტო სამხარაძე”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თავათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა.

”დღეს დაასანქცირეს სამართალდამცავები, ვინც არბევენ, მათ შორის ხარება. სავარაუდოდ, არა მხოლოდ. დაასანქცირეს, მაღალი ალბათობით, ქალაქ თბილისის მერი, დაასანქცირეს, პრაქტიკულად გარანტირებულად მაღალი თანამდებობის პირები ამ პარტიაში, მაგალითად დიტო სამხარაძე, რომელიც არის სამოქალაქო არეულობის ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი, შემსრულებელი დავალებების. ეს ხალხია დასანქცირებული, ამ ადამიანებზე დასავლეთმა თქვა, რომ ეს ხალხი არ არის ჩვენი ნაწილი” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქცირებულთა ოფიციალური ჩამონათვალი არ გავრცელებულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share