„რაღაც მომენტში სია ალბათ გახდება ნაცნობი ჩვენთვის, თუ ასე სიის ფორმით არა, დროთა განმავლობაში მაინც გავიგებთ იმას, ვინ არიან ეს ადამიანები,“ – ამის შესახებ ია მეურმიშვილი საუბრობს და სახდეპის სანქციებს ეხმაურება.
როგორც მეურმიშვილი ამბობს, სახდეპის სანქციები გზავნილია როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე მსგავის ტიპის მმართველებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მეურმიშვილი ვარაუდობს, რომ სახდეპი სხვა ნაბიჯებსაც გადადგამს.
”სავარაუდოდ, 84 ამ ეტაზე არ იქნება, თუმცა ეს იყო პირველი ტრანში და ამას მოჰყვება მომდევნო ნაბიჯები. აშშ როგორც წესი, ძალიან ნელია, როცა სანქციების დაწესების პროცესი ხდება, ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ამის მოხსნა იმაზე ნელი პროცესია, ვიდრე მათი დაწესება.
ცხადია, რომ პრიორიტეტის ფორმა ნამდვილად აქვს ამას, გამომდინარე იმას, რომ როგორც კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში და ახლა უკვე სახდეპში კონკრეტული ნაბიჯები უკვე არის გადადგმული და ვხედავთ ჩვენ ამ ნაბიჯებს.
პრიორიტეტულია თვითონ აშშ-სთან, რამდენად მკაცრად დგას აშშ დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევასთან დაკავშირებით, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ ამ სანქციებით არა მხოლოდ ქართულ ოცნებას ან საქართველოს მმართველ გუნდს უგზავნის სიგნალს, არამედ სხვებსაც მსოფლიოს გარშემო, რომ აშშ დღემდე ერთგულია და აგრძელებს იმ პრინციპების დაცვას, რომლისაც სჯერა დ სჯერა, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორები თამაშის გარკვეული წესებით უნდა თამაშობდეს, სწორედ ეს არის ღირებულება ამ პარნტიორობისა, ასე, რომ მე ვიტყოდი, რომ ორი სახის პრიორიტეტია სანქციების გამოცხადება – ერთი გზავნილი საქართველოსთვის და მმართველი გუნდისთვის და მეორე კი მსოფლიოს გარშემო, სხვებისთვის,“ – ამბობს მეურმიშვილი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, “ოცნების” წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
“ოცნების” წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები – ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.